| Related sites for http://www.parliament.ge/ |
| Chughtai,_Faisal_M_ Music reviews, X-Files, urdu, Islam, Ishtiaq Ahmed, jokes and links. | | San_Diego_Hoops San Diego Gay basketball club. Also links to US and European GLB basketball and sports sites | | SIECUS_Adolescent_Pregnancy Sexuality Information and Education Counsel of the U.S. Focuses on identifying teens at risk and preventing behaviors that lead to unintended pregnancy. | | Seamarks_Family_History Researching both Seamarks and Seamark including surnames Pallant of Suffolk and London; Davis of Wednesbury; Sheldrake of St Albans; and Williman, Willamon of Norfolk. | | Barbara_Shor_DVM Barbara is based in Louisville, Colorado and is a vet who does animal communication consultations, workshops and presentations. | | MudCreek_Software Windows-based utilities for comparing genealogy files for matches or duplicates, and for viewing, searching, and analyzing your genealogy files. | | Theology_OnLine Fellowship and debate board. Also online store, photo gallery, and links including Bible software. | | Samarpan Named by Osho but realized with Gangaji, gives English-spoken satsangs principally in Germany and Austria. This site contains details of these and of his book (German only at present). Tapes, videos a | | The_Apostolic_Church Pine Bluff, Arkansas. Contact information, beliefs, invitation to visit. | | Catherine_Adams Clairvoyant. Biography, contact information, and rates. | | Will_Always_Remember_(W_A_R_) Ring of sites focussing on POW-MIAs in Vietnam. | | The_Curse_of_the_Easy_A A brief essay on the damage that grade inflation or making a class too easy can create. | | J_and_D_Visions,_Inc_ Specializes in psychic readings and a complete line of candles, incense, ritual kits and supplies. Books available on various Pagan and mystical topics. | | IgniteYourFaith_com Dating advice, quizzes, humor, personal stories, and articles about music and faith for Christian Teens teens. From Christianity Today. [RSS] | | Plain_Speaking Review of David McCullough's biography entitled, John Adams, by Pauline Maier published in New York Times on May 27, 2001. Link to first chapter of book, and interview with author. Free registration r | | American_Feng_Shui_Institute Center in the West that is dedicated to teaching the practice of Feng Shui as a scientific discipline. | | Jesus_Cafe_Ministries Discussion board and articles on apologetics, Bible study, evangelism, online tracts, news, and fellowship. | | Samuel_Ringgold Biography and portrait of the artillery leader who fell at Palo Alto and became a national hero. | | Isaac_\"Hanging_Judge\"_Parker Profiles the history of the famous Judge whose stern brand of justice during the untamed wild west made headlines. | | Zhou,_Xiaofang A Professor in the School of Information Technology and Electrical Engineering at the University of Queensland in Australia. Includes lists of all his publications, research, grants, and professional |
|
Parliament of Georgia - მთავარი ႻႨႤႡႠ: | ႰႳႩႠ | ႡႫႳႪႤႡႨ | ႱႤႰႥႨႱႤႡႨ, ႨႬႲႤႰႠႵႲႨႥႤႡႨ | ႱႠႤႰႧႠႸႭႰႨႱႭ ႮႰႭႤႵႲႤႡႨ | ႤႰႭႥႬႳႪႨ ႡႨႡႪႨႭႧႤႩႠ | geo eng ႫႧႠႥႠႰႨ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱ ႼႤႥႰႤႡႨ ႧႠႥႫႿႣႭႫႠႰႤ ႫႭႠႣႢႨႪႤႤႡႨ ႡႨႳႰႭ ႴႰႠႵႺႨႤႡႨ ႩႭႫႨႲႤႲႤႡႨ ႩႭႫႨႱႨႤႡႨ ႣႠ ႱႠႡႽႭႤႡႨ ႠႮႠႰႠႲႨ
ႩႭႬႱႲႨႲႳႺႨႠ
ႩႠႬႭႬႫႣႤႡႪႭႡႠ
ႱႠႤႰႧႠႸႭႰႨႱႭ ႠႵႲႤႡႨ
ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱ ႰႤႢႪႠႫႤႬႲႨ
ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱ ႢႠႬႺႾႠႣႤႡႤႡႨ, ႫႨႫႠႰႧႥႤႡႨ, ႣႠႣႢႤႬႨႪႤႡႤႡႨ
ႱႠႮႠႰႪႠႫႤႬႲႭ ႩႠႪႤႬႣႠႰႨ ოქტომბერი 2008 12345678910111213141516171819202122232425262728293031 იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი 2008200720062005200420032002200120001999199819971996199519941993199219911990198919881987198619851984198319821981198019791978197719761975
2008-10-09 15:28 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გამოსვლა III საერთაშორისო სიმპოზიუმზე – "ცივილიზაციათა დიალოგი – განათლება და აღზრდა, როგორც საშუალება მხარეთა თანამშრომლობისა" 2008-10-09 15:08 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გამოსვლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 30 და დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილ III საერთაშორისო სიმპოზიუმზე – "ცივილიზაციათა დიალოგი – განათლება და აღზრდა, როგორც საშუალება მხარეთა თანამშრომლობისა" 2008-10-09 15:00
საქართველოს პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საყურადღებოდ! 2008-10-09 14:23 საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ, რომლებთანაც საქართველოს პარლამენტის აპარატს დადებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2008-10-09 13:23 საქართველოს პარლამენტში სტაჟირების გავლის წესი იმ უმაღლესდამთავრებულ პირთა საყურადღებოდ, რომლებიც აპირებენ სტაჟირების გავლას საქართველოს პარლამენტის აპარატში. 2008-10-08 15:00 «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი 2008-10-06 16:41 დავით ბაქრაძის გამოსვლა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველო – რუსეთის ომის შესახებ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 2008-10-06 16:40 პარლამენტში უახლოეს დღეებში მუშაობას დაიწყებს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისია
"რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია" ხვალ დაკომპლექტდება.პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ კერძო პირს მოუწოდა ითანამშრომლოს კომისიასთან. 2008-10-02 22:19 პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის საგანგებო ბრიფინგი დღეს, საღამოს ევროსაბჭოში დასრულებულ დებატებსა და მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. 2008-09-29 16:20 პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გამოსვლა ბიუროს სხდომაზე  2008-09-29 12:45 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გამოსვლა უნივერსიტეტის ეზოში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მიულოცა. 2008-09-26 18:03 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისია შექმნა. 2008-09-22 17:03 პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გამოსვლა ბიუროს სხდომაზე
2008-09-22 17:00 რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ტყეშელაშვილის გამოსვლა ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა, დავით ტყეშელაშვილმა სტიქიისგან მიყენებული ზარალის და მთავრობის მიერ მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდა. ႫႧႠႥႠႰႨ »
საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48
ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႸႤႱႠႾႤႡ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱႠ ႣႠ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႠႰႨႦႫႨႱ ႸႤႱႠႾႤႡ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႸႨ
.joined_block_menu { font-size:11px;}.joined_block_menu_selected { font-size:11px; color:#990000;} ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႠႬႭႬႱႨ ႢႠႫႭႺႤႫႤႡႨ ႩႥႪႤႥႤႡႨ / ႡႨႡႪႨႭႧႤႩႠ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨ ႣႠ ႱႠႦႭႢႠႣႭႤႡႠ 2008-10-16 19:48 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანური რესურსების ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ეუთო–ს ქვეყნების მინისტერიალის შეხვედრისთვის ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანური რესურსების ოფისი ანგარიშს ამზადებს, სადაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ ოკუპირებულ ქართულ სოფლებში არსებული მდგომარეობა იქნება აღწერილი. ამის შესახებ ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანური რესურსების ოფისის ხელმძღვანელმა, იანეს ლენარჩიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. 2008-10-16 19:23 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2009 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას ინვალიდთა მინიმალური პენსიების ასაკობრივ პენსიებთან გათანაბრების საკითხს დააყენებს. ეს მოსაზრება დღეს კომიტეტის სხდომაზე, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის განხილვისას გაჟღერდა. 2008-10-16 18:09 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა
საქართველოს რიგ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდა. ამის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა 91 ხმით, ერთხმად მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა: "სამწუხაროდ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, რადგან პრობლემებია სოფელ პერევში და ახალგორის რაიონში. გრძელდება მოლაპარაკებები ამ საკითხების მოსაგვარებლად და სანამ არ დასრულდება ამ ტერიტორიებიდან საოკუპაციო ნაწილების გაყვანა, მანამდე მოგვიწევს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. რაც შეეხება კონფლიქტის სხვა ტერიტორიებს, იქ მომავალი კვირიდან საგანგებო მდგომარეობას ჩაანაცვლებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის განხილვას პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას გააგრძელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გამოსვლა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 2008-10-16 17:19 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების და ანტიკრიზისული საბჭოს გაერთიანებული სხდომა
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ინფორმაცია ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და აუქციონის მოწყობის თაობაზე მოისმინეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების და ანტიკრიზისული საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე. პარლამენტის წევრებს მინისტრებისგან აინტერესებდათ მოესმინათ, თუ რატომ ხდება ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემა ტყის რესურსების ინვენტარიზაციის გარეშე. 2008-10-16 17:08 აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
"ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი II მოსმენით ინიციატორმა, ლაშა თორდიამ წარმოადგინა. მისი თქმით, კანონპროექტით ხდება ფიზიკური პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობა და საკუთრებაში გადაცემა. თვითნებურად დაკავებულად კი ჩაითვლება მიწა, რომელიც ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად არის დაკავებული, მასზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. 2008-10-16 16:46 რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა
აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო კომისიასთან ერთად პოლიტოლოგიისა და კონფლიქტების დარგის პროფესორები, მეცნიერები და ექსპერტები უმოკლეს ვადებში შეისწავლიან. ამის შესახებ დღეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მსჯელობდნენ. კომისიის თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე სპეციალისტებთან ერთობლივი მსჯელობა და აზრის გათვალისწინება. 2008-10-16 11:53 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
სხდომაზე დეპუტატებმა ფრაქციის შექმნისათვის საჭირო პარლამენტართა რაოდენობის შემცირების საკითხი განიხილეს. «საპარლამენტო ფრაქციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» კანონპროექტისა და «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ» რეგლამენტის პროექტის თანახმად, ფრაქციის შექმნისათვის პარლამენტის წევრების საჭირო რაოდენობა ნაცვლად 7-ისა 6 წევრით განისაზღვრა. 2008-10-15 18:32 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ,” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”, "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, "იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. 2008-10-15 17:11 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრას დაესწრო
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირი, დიაბეტიან ბავშვთა ასოციაცია და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შეხვედრაზე დიაბეტთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს. 2008-10-15 17:06 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
2008 წლის განმავლობაში სატრანსპორტო სისტემა 3 800 ათას მგზავრს მოემსახურება, ამის შესახებ განცხადება ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ლეჟავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მან კომიტეტის წევრებს ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოებისთვის მიმდინარე საქმიანობების დეტალები გააცნო და განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სამინისტრო სატრანსპორტო უწყებების ადმინისტრაციებთან ერთად ტექნიკური რეგლამენტებით ხელმძღვანელობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მგზავრთა უსაფრთხო გადაზიდვებისას დიდი ყურადღება ექცევა იკაო–ს ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის კომისიის რეკომენდაციებს და შენიშვნებს. რაც შეეხება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის ტექნიკური რეგლამენტები შემუშავებულია ევროსაბჭოს შესაბამისი დირექტივების საფუძველზე. 2008-10-15 16:07 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს დირექტორმა, ანდრია ურუშაძემ წარმოადგინა. 2008-10-13 18:06 პარლამენტის ბიუროს სხდომა
3 ნოემბრის აჭარის არჩევნების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის საბოლოო შემადგენლობა დღეს გაირკვევა. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა წარმოადგინონ კანდიდატურები, ვისაც სურს ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, რათა დღის ბოლომდე მოხდეს ჯგუფის საბოლოოდ დაკომპლექტება. 2008-10-13 17:44 ანზორ ბოლქვაძე: "წინასაარჩევნო პროგრამის 95% შესრულებულია"
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ ბოლქვაძე გასული საპარლამენტო არჩევნების დროს ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამის შესრულების მონიტორინგის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფება.ბოლქვაძემ ხიხაძირის, ღორჯიმისა და ვაშლოვანის თემების სოფლები მოინახულა. მაღალმთიან სოფლებში წინასაარჩევნო პროგრამით დაგეგმილი ობიექტების: ხიდების, გზების, სკოლებისა თუ ამბულატორიების დათვალიერების, ასევე მოსახლეობასთან შეხვედრებისას, თავმჯდომარის მოადგილე დარწმუნდა, რომ დანაპირების 90–95% შესრულებულია. 2008-10-13 15:29 რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის, პაატა დავითაიას შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღეს პირველად შეხვდა. 2008-10-13 15:24 პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებული დიალოგი და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატებთან ანტიკრიზისულ და იუსტიციის საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვაზე და ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი ინტერფრაქციული ჯგუფების შექმნაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სიტყვის და პრესის თავისუფლებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე და აღინიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური დებატების შემოღება და ტელეკომპანია "მაესტროსთვის" პოლიტიკური შინაარსის გადაცემების მომზადების უფლების მინიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელია. 2008-10-13 15:22 ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა
ანტიკრიზისული საბჭოს ეგიდით პარლამენტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივები". კონფერენციის ინიციატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მსოფლიო კულტურათა რელიგიური საფუძვლებისა და ურთიერთობების კვლევითი ცენტრი". კონფერენციაზე განიხილეს ის პრობლემატიკა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს პოზიციას რუსეთ– საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა აზრით, ამ ვითარებაში საჭიროა საქართველოში არსებული ყველა რესურსის გამოყენება, მათ შორის ზოგი უმართებულოდ იგნორირებული დოკუმენტისაც. გამომსვლელთა აზრით, მათი მოხსენებები, რომლებიც საქართველოში უახლოეს და შორეულ წარსულში მომხდარი მოვლენების ანლიზის შედეგად მომზადდა, ხელისუფლებისთვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. 2008-10-11 19:40 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძე ფიფა-ს პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ფიფა-ს პრეზიდენტი მიიღო. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ და იოზეფ ბლატერმა საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს სახელმწიფო პროგრამა გააცნო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ბავშვთა ფეხბურთისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. 2008-10-11 15:20 რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ხათუნა გოგორიშვილის, კომისიის მდივნად კი ნიკოლოზ ლალიაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს. რაც შეეხება სამუშაო გეგმას და სამუშაო გრაფიკს, მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ გეგმის შედგენა შესაძლებელი იქნება კომისიის წევრების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და კონსულტაციების შემდეგ. შესაბამისად მომავალი კვირის პარასკევისთვის გადაიდო სამუშაო გრაფიკის დამტკიცებაც. 2008-10-10 18:36 აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 110–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლინგვისტთა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებთან საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის შეხვედრა
10 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, საქართველოს მეცნიერების ეროვნულ აკადემიაში, შეხვდა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 110–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლინგვისტთა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს. წიკლაური საქართველოს პარლამენტის სახელით მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩრდილო კავკასიიდან მოწვეულ ენათმეცნიერ–კავკასიოლოგებს და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მეცნიერთა ასეთ ფორუმს აქვს როგორც სამეცნიერო, ისე საზოგადოებრივი, უფრო მეტიც – საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან არნოლდ ჩიქობავამ დაგვიტოვა არამარტო მდიდარი მეცნიერული მემკვიდრეობა და ცნობილი სამეცნიერო სკოლა, არამედ მტკიცე ბალავერზე დაფუძნებული საურთიერთო ხიდებიც, რომლებიც ქართულ საზოგადოებას კავკასიის ხალხებთან აკავშირებს, შექმნა იბერიულ–კავკასიური თეორია, რომელიც სამეცნიერო საფუძვლიანობასთან ერთად, უდიდეს ჰუმანისტურ და მაორგანიზებელ საწყისს შეიცავს კავკასიის ხალხთა თვითმყოფადობისა და ერთიანობის თვალსაზრისით. არნოლდ ჩიქობავას მოძღვრების შესწავლასა და განვითარებას არამხოლოდ წმინდა მეცნიერული, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან იგი ამტკიცებს და ადასტურებს განუყოფელ სულიერ, კულტურულ კავშირს კავკასიელ ხალხებს შორის. 2008-10-10 17:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა
პლენარული სხდომის განახლებამდე პარლამენტის ბიურომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებით, მურთაზ ზოდელავა და აკაკი მინაშვილი აირჩია. საპარლამენტო უმცირესობას ბიუროზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად თავისი კანდიდატები არ დაუსახელებია. თუმცა, როგორც ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ, გია თორთლაძემ განაცხადა, ისინი კოლეგებს სხდომის მსვლელობისას მიაწვდიან კანდიდატთა სიას. ႠႰႵႨႥႨ ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (NCTeam) |
|